ის, რომ „გრეჩიხას“ დავემსგავსებით, სისულელეა, მოდით დავემსგავსოთ საკუთარ თავებს

რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა

ის, რომ „გრეჩიხას“ დავემსგავსებით, სისულელეა, მოდით დავემსგავსოთ საკუთარ თავებს, როგორებიც ვიყავით, – ასე მიმართა ”ნაციონალურ მოძრაობას” საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში იმ თემაზე საუბრისას, თუ რატომ არ მოხდა არჩევნების შედეგების გაპროტესტება ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. მისი თქმით, ”გრეჩიხა” მთელი თავისი არსით არის მარგინალი, მაგრამ ”ნაციონალური მოძრაობა” მარგინალური ძალა არასდროს ყოფილა.

”ამბობენ, რომ ვმარგინალიზდებით და ა.შ. ჩვენ მარგინალები ვიყავით 2003 წელს?! მე რეალურად ვიბრძოდი ქუჩაში. ჩვენ რეალურად ვიბრძოდით პენსიებისთვის, უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ და ა.შ. სულ რატომღაც იხსენებენ „გრეჩიხა“ და გაჩეჩილაძეს… უკაცრავად და შენი ისტორია არ უნდა დაგავიწყდეს. „გრეჩიხა“ მარგინალი იყო თავისი არსით და ბუნებით. „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოდა ქუჩიდან და ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მარგინალები, რადგან ვიცავდით ხალხის უფლებებს და ვლაპარაკობდით ხალხზე. ის, რომ „გრეჩიხას“ დავემსგავსებით, სისულელეა. მოდით, დავემსგავსოთ საკუთარ თავს, როგორებიც ვიყავით”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ”ნაციონალურ მოძრაობაში” არის საშიში ტენდენცია – სვეტების ჯგუფი. ”ძალიან საშიში ტენდენციაა, რომ არის რაღაც სვეტების ჯგუფი, რომლებიც არიან განათლებულები და, მეორე მხრივ, არის ბნელი მასა, რომელიც მარტო არჩევნებზე უნდა გამოიყენო. მაგრამ ჩვენს მომხრეებში არის ყველაზე პროგრესირებადი, განათლებული ნაწილი საზოგადოების. ვიღაცისგან გეწყინება რაღაც, ვიღაცა გაგაკრიტიკებს, მაგრამ შენ ხალხს არ უნდა გაებუტო. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ქნა, არის ის, რომ გაბრაზდე შენს ხალხზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

„თავმჯდომარის ფუნქციები ნაციონალური მოძრაობაში არის ძალიან ბუნდოვანი. რას იყოფენ, ვერ გავიგე, რა გვაქვს გასაყოფი. ჯერ ერთი, არ ვარ თავმჯდომარე. უბრალოდ, არც ერთი საბაბი არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ხალხი გააღიზიანო. უნდა ჰკითხონ ყველაფერი ხალხს. ახლა გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის მეტი დემოკრატია. ახლა ვიწრო ჯგუფი ჩაიკეტა და ამბობს, ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და მაგათ არაფერი იციან, ეგრე არ გამოვა. მე ამ ხალხს ვუყვავებდი, რომ ახლა არაა დრო რყევის, ჭირი ვეღარ დაიმალება,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას შესახებ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა ,,არჩევანში“
შემდეგი სტატია(video) ვერ შეძლებს ეს ჯაყო, ბოლომდე გაგვაბანძოს და მიგვაჩმოროს – სააკაშვილი ივანიშვილზე საუბრობს