რომ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილზე მაღალი წარმოდგენის ვარ, ნამდვილად მოგატყუებთ – ხაბეიშვილი

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს თუ აინტერესებს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება, ევროპული არჩევნები, მაშინ სააკაშვილს გაათავისუფლებს.

„რომ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილზე მაღალი წარმოდგენის ვარ, ნამდვილად მოგატყუებთ. რომ გითხრათ, დიდ იმედებს ვამყარებ, ესეც არ იქნება მართალი, თუმცა 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, რას ირჩევს. მას თუ აინტერესებს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება, ევროპული არჩევნები, ის გამოიყენებს ერთადერთ შესაძლებლობას და გაათავისუფლებს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულ პრეზიდენტს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ძლიერი თოვა და ქარბუქი
შემდეგი სტატიაკიევში საჰაერო განგაშია