როიტენი: თუ პროცესის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაიდგმება, შეიძლება, სტატუსის გამოწვევა მოხდეს

“თუ ნაბიჯები გადაიდგმება, რომელიც ეწინააღმდეგება რეფორმების პროცესს. პროცესი შეჩერდება და შეიძლება, მოხდეს ოფიციალურად გამოწვევა კანდიდატის სტატუსის, მაგრამ მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს საზოგადოების დემოკრატიულ მოთხოვნებს. ეს უნდა კეთდებოდეს საქართველოს მომავლისთვის ისე, როგორც ერთი წლის წინ მოხდა – მთავრობამ მოუსმინა საქართველოს მოსახლეობას, რომლებმაც ნათლად განაცხადეს თავიანთი პოზიციის შესახებ. ეს გახლავთ მომენტი, რომ საღ აზრს დავუბრუნდეთ და არ უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი პარლამენტში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნებას ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის დემოკრატიული გზით მოძრაობას”,-თქვა ევროპარლამენტარმა ტეის როიტენმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. [სინქრონული თარგმანი]

banner
წინა სტატიაშიროიტენი: სტატუსი ხალხს მიენიჭა და არა – მთავრობას, კანონი ეწინააღმდეგება ხალხის ნებას
შემდეგი სტატიაიოზვიაკი: საქართველოში არსებული სიტუაცია დღეს EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს