ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება- როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება.

5 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ღამის საათებში დაბლობსა და ბარში კვლავ მოსალოდნელია ყინვა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 9 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -7 გრადუსამდე.

6 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 7-8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით აიწევს +15, +17 გრადუსამდე.

რაც შეეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ყინვა შესუსტდება, ღამით მოსალოდნელია -2, +3 გრადუსი, ხოლო დღისით +6, +11 გრადუსი.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას ინფორმაციით, საფეხბურთო სკოლა “ოლიმპისთვის” ალტერნატიული ფართი გამოიძებნება
შემდეგი სტატიაგიორგი ღვინიაშვილი: თანხები ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის და იმის იმედად არიან, როდის დათბება და თოვლი დადნება