დავით ნარმანიას ინფორმაციით, საფეხბურთო სკოლა “ოლიმპისთვის” ალტერნატიული ფართი გამოიძებნება

საფეხბურთო სკოლა “ოლიმპისთვის” ალტერნატიული ფართი გამოიძებნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიაში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრას, რომელიც საფეხბურთო სკოლა “ოლიმპის” ინფრასტრუქტურის დემონტაჟთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ესწრებიან ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება მსჯელობა, თუ რა ტერიტორია შეიძლება იყოს საფეხბურთო სკოლა “ოლიმპისთვის” გამოყოფილი. მისივე თქმით, “ოლიმპის” ტერიტორია ყოფილი ხელისუფლების დროს გასხვისდა კერძო მესაკუთრეზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმას ხელს აწერს თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ირაკლი აბესაძე.
“მათი მხრიდან არაერთი მოედანი, არაერთი სკვერი და ბაღი გასხვისდა და დაინგრა. ოლიმპის ტერიტორია გასხვისებულია კერძო მესაკუთრეზე და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ კერძო საკუთრების ხელყოფა მოვახდინოთ. აქედან გამომდინარე ვმუშაობთ ალტერნატიული ტერიტორიის მოძებნაზე, რათა ჩვენ ბავშვებს მიეცეთ საშუალება, რომ სპორტში იყვნენ ჩართულები. დღეს სწორედ ამ საკითხზე ვმსჯელობთ”, – განაცხადა ნარმანიამ.
საფეხბურთო სკოლა “ოლიმპის” მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის მოედანი და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარეობს, ესტონელ ინვესტორებზე წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდა საცხოვრებელი კორპუსები, რის გამოც საფეხბურთო სკოლა “ოლიმპის” ინფრასტრუქტურის დემონტაჟი მიმდინარეობს. ამ მშენებლობას ფეხბურთის ქომაგებისა და საფეხბურთო სკოლის ბავშვების მშობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიბაგა-ბაღებში ბავშვთა ფიზიკური დასჯა კანონით აიკრძალება
შემდეგი სტატიანალექი თოვლის სახით შენარჩუნდება- როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში