გიორგი ღვინიაშვილი: თანხები ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის და იმის იმედად არიან, როდის დათბება და თოვლი დადნება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი თოვლის შედეგად გზებზე შექმნილ პრობლემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მსგავსი შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხისა, რეგიონებში, სადაც თოვლი მოვიდა, გზები არ გაწმენდილა.

“როგორც წესი, ყოველწლიურად, ზამთარში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გზების მოვლისთვის საკმაოდ სოლიდური თანხები გამოიყოფა-ხოლმე, მაგრამ მე-5 დღეა, საქართველოს ყველა კუთხეში, სადაც თოვლი მოვიდა, გზები არ გაწმენდილა. ამის მიზეზი კი ერთია – თანხები ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის და იმის იმედად არიან, როდის დათბება და თოვლი დადნება.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პრემიერმა თავისი წარმომადგენელი დღეს გაგზავნა ვითარების გასაცნობად, რაც უკვე მავნებლობაა. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქმის გასაკეთებლად.”- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშინალექი თოვლის სახით შენარჩუნდება- როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში
შემდეგი სტატიადიდთოვლობის გამო ოზურგეთში რამდენიმე შენობა დაზიანდა