როგორც გავრილოვი გააგდო ხალხმა აქედან, ისე გავაგდებთ კობახიძეს – შაქარიშვილმა კობახიძის სავარძელი გამოიტანა

კობახიძე არის დღეს ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის გავრილოვი – ეს განცხადება საკრებულოს დეპუტატმა“ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ვატო შაქარაშვილმა გააკეთა.

მან პარლამენტის სასესიო დარბაზიდან პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და რუსი დეპუტატების დღის წესრიგი გამოიტანა.

შაქარიშვილის თქმით, დღეს კობახიძე, რომელმაც საკუთარი სავარძელი გავრილოვს დაუთმო თავად არის გავრილოვი, რის გამოც მას უფლება აღარ აქვს, დაჯდეს ამ სავარძელზე.

„როგორც გავრილოვი გააგდო ხალხმა აქედან, ისე გავაგდებთ კობახიძეს. 2016 წელს მე ვიყავი ქართული ოცნების მხარდამჭერი, ათასობით ადამიანმა აირჩია კობახიძე, რომ ამ სკამზე მჯდარიყო და კაცმა თავის ნებით ეს სკამი დაუთმო გავრილოვს და თუ დაუთმო, როგორც ავირჩიეთ ისე გავაგდებთ,“ – განაცხადა შაქარიშვილმა და მან რუსეთის დეპუტატთა დღის წესრიგი დახია.

banner
წინა სტატიაში“როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, დაუშვებელია ის, რაც დღეს ხდება”- კალაძე
შემდეგი სტატიაეს უვარგისი მცდელობა იყო ფორუმის ჩასაშლელად” – გავრილოვი კოლეგებთან ერთად “რედისონის” ტერასაზე იმყოფება