როგორ გაინაწილებს ,,ქართული ოცნება” საპარლამენტო კომიტეტებს?

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო თანამდებობები უკვე გადანაწილებულია. საპარლამენტო კომიტეტებს ძირითადად მმართველი პარტიის ახალი სახეები უხელმძღვანელებენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას პარტიის ახალი სახე სოფო ქაცარავა დაიკავებს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდება, ხოლო ჯანდაცვის კომიტეტს, მარიამ ჯაში, ასევე ,,ქართული ოცნების” ახალი სახე უხელმძღვანელებს. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დღეს განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა ჯერ კიდევ განიხილება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ აკაკი ზოიძის კანდიდატურაც განიხილება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: არ მესმის ფორმულირება ძველი და ახალი სახეები
შემდეგი სტატიანინო გოგოუაძე დავით უსუფაშვილისა და “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერების შესაძლო გაერთიანებას გამორიცხავს