ირაკლი სესიაშვილი: არ მესმის ფორმულირება ძველი და ახალი სახეები

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

დეპუტატ ირაკლი სესიაშვილისთვის უცნობია, პარლამენტში კვლავ დაიკავებს თუ არა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.

მისი თქმით, თანამდებობის საკითხები პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული.

„ჩემთვის თავდაცვისა და უშიშროების საკითხები პროფესიის ნაწილია. თავმჯდომარე ვიქნები თუ რიგითი წევრი, ნებისმიერ შემთხვევაში ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას, მითუმეტეს, რომ ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილისთვის გაუგებარია, საპარლამენტო უმრავლესობის ძველ და ახალ სახეებად დაყოფა.

„მე ასეთი ფორმულირება ძველი და ახალი სახეები არ მესმის. მე მესმის ფორმულირება კვალიფიციური პროფესიონალი და საქმის მცოდნე. ამიტომ არ მგონია, რომ ძველით და ახალი იზომებოდეს რამე. ძველს შეიძლება მეტი გამოცდილება აქვს. ახალს კი მეტი ცოდნა. ჩემი აზრით ამის სინთეზი საუკეთესო ვარიანტი იქნება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სოხუმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმება რუსეთის მიერ მცოცავი ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა”
შემდეგი სტატიაროგორ გაინაწილებს ,,ქართული ოცნება” საპარლამენტო კომიტეტებს?