ნინო გოგოუაძე დავით უსუფაშვილისა და “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერების შესაძლო გაერთიანებას გამორიცხავს

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგოუაძე დავით უსუფაშვილისა და მისი ყოფილი თანაგუნდელების შესაძლო გაერთიანებას გამორიცხავს.

მისი თქმით, ვინაიდან დავით უსუფაშვილი ოპოზიციაში ყოფნას აპირებს, ხოლო „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერები ოპოზიციონერობას გამორიცხავენ, მათი გაერთიანება წარმოუდგენელია.

“დავით უსუფაშვილი დარჩა ოპოზიციურ ველზე. მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ აპირებს ოპოზიციაში ყოფნას, ხოლო ჩემი ყოფილი თანაგუნდელები კატეგორიულად გამორიცხავენ მათ ოპოზიციონერობას. ასე რომ ეს გამორიცხული მგონია“, -განაცხადა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიროგორ გაინაწილებს ,,ქართული ოცნება” საპარლამენტო კომიტეტებს?
შემდეგი სტატიაპარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა განიხილება