როგორ ეხმარებიან აშშ-დან უკრაინის დაბომბვაში?!

უკრაინა დაბომბვა

ჩეხეთის სერვერმა გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით: “თბილი სალამი ამერიკიდან. როგორ ეხმარება კომპანია აშშ-დან უკრაინის დაბომბვაში?!”

ამერიკული კომპანიის Texas Instruments (TI) მიკროპროცესორები ნაპოვნია უკრაინაში გამოყენებულ რუსულ იარაღში. ისინი, ასევე არიან ირანის შაჰიდის დრონებში, რომლებსაც რუსული არმია იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სერვერი Ekonomichna Pravda ავრცელებს, რომელიც იხსენებს, რომ კომპანია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელმაც რუსული ბაზარი არ დატოვა და ოფისი კვლავ მოსკოვში აქვს.

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სერვისების ინსტიტუტმა (RUSI) განაცხადა, რომ უკრაინაში გამოყენებულ რუსულ იარაღში იყო 318 ამერიკული კომპონენტი 57 ამერიკული კომპანიისგან, ძირითადად Analog Devices-ისა და Texas Instruments-დან, რომლებიც შეადგენდნენ რუსული იარაღის დასავლური კომპონენტების მეოთხედს.

რუსული იარაღის ნაწილი დასავლურ კომპონენტებზეა დამოკიდებული. მაგალითად: 9M727 ისკანდერის ბალისტიკურ რაკეტებში იყო 31 მათგანი TI-დან და AMD-დან, Ch-101 ბრტყელი ტრაექტორიის რაკეტაში იყო იგივე რაოდენობის კომპონენტი უცხოური კომპანიებისგან, მათ შორის Intel-ისა და Xilinx-ის საკუთრებაში არსებული AMD-დან.

RUSI-ის თანახმად, სულ მცირე, 80 ტიპის მიკროჩიპს რუსულ იარაღში დასჭირდება ექსპორტის ნებართვისთვის დამტკიცება, რადგან ეს არ იყო იაფი ჩიპები, რომლებიც განკუთვნილი იყო შიდა ელექტრო-მოწყობილობებისთვის. აშშ-ში მსგავს ნებართვას საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს, მაგრამ კომპანიას აშკარად არ მისცეს. საკითხავია, სთხოვა, თუ არა მას?!

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილია
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილია