“როდესაც შეურაცხმყოფელ, უსამართლო რეზოლუციას 308 დეპუტატი აწერს ხელს, ეს სერიოზული ძალაა”- სუბარი

“როდესაც აბსოლუტურად შეურაცხმყოფელ, უსამართლო რეზოლუციას 308 დეპუტატი აწერს ხელს, ეს სერიოზული ძალაა” – ამის შესახებ “ოცნებიდან” წასული დეპუტატი სოზარ სუბარი TV იმედის ეთერში საუბრობს.

“როდესაც 308 დეპუტატი აძლევს ხმას აბსოლუტურად შეურაცხმყოფელ, უსამართლო რეზოლუციას, ბუნებრივია, ეს არის სერიოზული ძალა, ეს არ არის ერთადერთი ძალა… ეს დაადასტურა თუნდაც იმან, რომ 200-ზე მეტმა დეპუტატმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, მაგრამ ეს არის ძალა, რომელსაც… მოდი ასე ვთქვათ, დღეს მიდის მსოფლიოს ახალი გადალაგება, როგორ მსოფლიოში ვიცხოვრებთ 2023 წელს, ან 2024 წელს არავინ იცის, აი, ამ გადალაგებაში ყველას უნდა რომ შეინახოს თავისი ქვეყანა, გადაარჩინოს, მაგრამ ეს გადალაგება რომ სწრაფად მოხდეს, ამისთვის თუ ახლა ვიღაცა ომში ჩაერთვება, უფრო სწრაფად მოხდება ეს გადალაგება და ჩვენ უნდა ვცადოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ეს არის ჩვენი მიზანი” – ამბობს სუბარი.

“ვერავინ განმარტავს, რამდენად უსამართლოა ეს 12-პუნქტიანი გეგმა იმაზე უკეთ, ვიდრე ეს გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან პირდაპირ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსს აძლევ 2 ქვეყანას და არ აძლევ საქართველოს, ქვეყანას, რომელიც მართლა მოწინავეა ასოცირებულ ტრიოში ყველა რეფორმით.

მეორე, უსამართლოა, როცა აძლევ ასეთ ტექსტს, რომლითაც არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს, ყველა მოაბამს ყურს, საითაც უნდა. გალერი იტყვის, რომ მიშა უნდა გამოვუშვათ, სხვა იტყვის, რო სხვა უნდა გამოუშვა. სერიოზული ტურბულენტობა შემოაქვთ საზოგადოებაში.

მესამე, ტურბულენტობა შემოაქვთ საზოგადოებაში იმითაც, რომ გეუბნებიან, რომ 6-თვიანი ვადა გაქვს და 6 თვეში უნდა გაატარო რეფორმები. ​6 თვეში რეფორმები არ ტარდება. იმასაც არ გეუბნებიან, რა რეფორმები უნდა გაატარო, ძალიან ზოგადი ტექსტია”. – თქვა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა ორ თანაგუნდელთან, მიხეილ ყაველაშვილთან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად “ქართული ოცნება” გუშინ დატოვა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და ისინი გვექნება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – უაღრესად ვაფასებთ დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას კიბერსაფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად