ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და ისინი გვექნება

ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო, ალიანსი სტრატეგიას ცვლის, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და ისინი გვექნება, მე განვაცხადე ამის შესახებ სამიტზე, ასევე მოვუწოდე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიწოდების დაჩქარებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ალიანსი ცვლის სტრატეგიას რუსეთის აგრესიული ანტიევროპული პოლიტიკისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომის საპასუხოდ. აშკარაა, რომ ევროპის უსაფრთხოების გარანტია ასეთ პირობებში ჩვენი სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს თვალსაჩინოება ტრანსფორმირდეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში – უკრაინისთვის, ალიანსისთვის. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები – ჩვენ გვექნება ისინი და დღეს მე მოვუწოდე ნატო-ს წევრებს, მოძებნონ გადაწყვეტილებების ფორმატი, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურაში“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მან ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, დააჩქარონ უკრაინისთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდება და მნიშვნელოვნად გაზარდონ ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, თითოეული უკრაინელის სახლში დასაბრუნებლად, ვინც ახლა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. პრეზიდენტი გამოეხმაურა 144 უკრაინელი სამხედროს სამშობლოში დაბრუნებას, რომელთა შორის „აზოვსტალის“ 95 მებრძოლიცაა.

მისი თქმით, ომის მიუხედავად, მათ დრო არ უნდა დაკარგონ ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით.

„სახელმწიფოს ექნება შესაბამისი დოკუმენტი – ქმედებების მკაფიო რუკა, რომლის შემოწმებაც უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება: რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს დოკუმენტი პირველ ივლისს იქნება წარმოდგენილი.

ერთი კვირის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, დღეს კი კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა გაწევრიანების გზაზე. ძალიან პრაქტიკული ნაბიჯი“, – აცხადებს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ გაფორმდა უვიზო მიმოსვლა სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში, რაც ბარიერებს მოუხსნის უკრაინელ გადამზიდველებს, ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინული საქონლის ექსპორტს საავტომობილო გზით.

წინა სტატიაშიუკრაინის მოქალაქეების 89% ეწინააღმდეგება რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას მშვიდობისთვის – Wall Street Journal-ის გამოკითხვა
შემდეგი სტატია“როდესაც შეურაცხმყოფელ, უსამართლო რეზოლუციას 308 დეპუტატი აწერს ხელს, ეს სერიოზული ძალაა”- სუბარი