როდესაც შენი პარტნიორი მთავარი ქვეყანა ნიშნავს ელჩს, ამას წინააღმდეგობა ნამდვილად არ უნდა გაუწიო – ეკა გიგაური აშშ-ის ელჩის დანიშვნაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა საქართველოში ამ დრომდე ვაკანტურია. „კურიერს“ ოთხი წყარო უდასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, რადგან ბიძინა ივანიშვილის ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დანიშვნას ეწინააღმდეგება.

მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის აშშ-ის ელჩის კანდიდატის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია ცნობილია, თუმცა, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანისგან სმენია იმის შესახებ, რომ ქართული მხარე ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ ელჩად წარდგენილ კანდიდატურას. გიგაურის თქმით, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, ქართულმა მხარემ არ უნდა დაბლოკოს პარტნიორი ქვეყნის მიერ წარდგენილი კანდიდატურა.

„ერთადერთი შემიძლია ვთქვა ის, რომ სხვადასხვა პიროვნებისგან მე ამის შესახებ მსმენია. თუ ეს ასე არის, ცხადია, ჩემთვის ეს პრობლემატურია იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც შენი პარტნიორი მთავარი ქვეყანა ნიშნავს ელჩს, ამას წინააღმდეგობა ნამდვილად არ უნდა გაუწიო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ ვიცი, რამდენად ზუსტი არის ეს ინფორმაცია“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე იყო 2011-2014 წლებში, რის შემდეგად ის გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია ურიდიას ქუჩაზე – დაკავებულია სავარაუდოდ, 3 ადამიანი
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისსა და მარნეულის რაიონში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავა