როდესაც ქუჩებში ერთი ქვეყნის ტანკებს დაინახავთ, გვიან იქნება – პავილიონისი

“თუ ლიეტუვას გზით გინდათ წასვლა გაერთიანდით, მერე როდესაც ქუჩებში ერთი ქვეყნის ტანკებს დაინახავთ, გვიან იქნება”, – ასეთი განცხადება გააკეთა ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ზიგიმანტას პავილიონისმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში.

როგორც პავილიონისი ამბობს, მხარეებმა საერთო ენა უნდა გამონახონ დ მოლაპარაკებებს მიაღწიონ. მისი თქმით, შექმნილი სიტუაცია რუსეთისთის საუკეთესო საჩუქარია. პავილიონისი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები შედგება და ამ პროცესს ნიკა მელიაც დაესწრება.

“ჩვენ ყველა მხარეს უნდა შევხვდეთ, პროცესი არ დამთავრებულა, იმედი მაქვს, რომ ბევრ მეგობარს დაველაპარაკები სხვადასხვა კუთხით და ალბათ ხვალ შევძლებთ საბოლოოდ ყველაფრის თქმას.

მიმაჩნია, რომ ყველაფერი თქვეს ხელთ არის. თქვენ პრობლემებს თუ შევადარებთ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, ყველაფერი მარტივად გამოჩნდება. შესაძლოა ყველაფერი დაკარგოთ. ასე რომ, ან ლიეტუვას გზით მიდიხართ, ან ბელორუსის, არჩევანი თქვენზეა.

თუ ლიეტუვას გზით გინდათ წასვლა, გაერთიანდით: მერე, როდესაც ქუჩებში ერთი ქვეყნის ტანკებს დაინახავთ, გვიან იქნება, – განაცხადა ზიგიმანტას პავილიონისმა.