“როდესაც არსებობს კითხვები, უნდა გაეცეს პასუხი” – ბახტაძე

პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მისი წინამორბედის და ყოფილი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძის თქმით, ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართ არსებულ კითხვებს, პასუხი უნდა გაეცეს.
„საგამოძიებო ორგანოებმა გააკეთეს ძალიან პირდაპირი და სწორი განმარტება და მეც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, როდესაც არსებობს კითხვები ამ კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა პოზიციაზეა. ეს მეც მეხება, ჩემს ნებისმიერ კოლეგას, რომელიც ჩემს გვერდითაა და ან ყოფილ კოლეგას. ეს არის ძალიან ბუნებრივი მომენტი და მე ვფიქრობ, რომ ამ თემის გარშემო კითხვის ნიშნების არსებობა არ არის სწორი“-განაცხადა ბახტაძემ

banner
წინა სტატიაში“საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ” – მღებრიშვილის შესაძლო დარღვევები
შემდეგი სტატიაპოლიციის მობილიზაცია და დაპირიპირება სვანეთში