“საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ” – მღებრიშვილის შესაძლო დარღვევები

თუკი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს რაიმე დარღვევა ჰქონდა, ეს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ- განაცხადა პრემიერმა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დასმული კითხვის საპსაუხოდ. პრემიერს არ განუმარტავს, რა მიზეზით გაათავისუფლა მან მღებრიშვილი და აღნიშნა, რომ ის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მღებრიშვილის გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
„გიორგი მღებრიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მე დავეთანხმე. მე განვაცხადე, რომ ჩვენ ამ სამსახურში გვაქვს ახალი გამოწვევები, ძალიან პრინციპული ხასიათის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია გასაკეთებელი. ჩვენ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ეს არ არის სამწუხაროდ საკმარისი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც შეეხება მსგავსი რისკების შემცირებას. რაც შეეხება დარღვევების შესაძლო არსებობას, ეს საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკმა აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი“ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
შემდეგი სტატია“როდესაც არსებობს კითხვები, უნდა გაეცეს პასუხი” – ბახტაძე