როცა მესმის, რომ რუსეთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ეკონომიკის რაღაც სექტორის განვითარებისთვის, ეს ამორალურია – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ეკონომიკურ სიკეთეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის მადლობის გადახდა ეკონომიკის რაიმე სექტორის განვითარებისთვის, ამორალურია:

“ევროკავშირი არის საშუალება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ მისი კეთილდღეობა გაიზარდოს. ნებისმიერი სექტორი საქართველოს ეკონომიკის და ევროკავშირის ბაზარი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის და როცა მე მესმის, რომ რუსეთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ეკონომიკის რაღაც სექტორის განვითარებისთვის, ეს არამხოლოდ ამორალურია, არამედ აბსოლუტურად არასწორია.” თქვა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარანაირი ზეწოლა არ უნდა იყოს, მე გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ – ზურაბიშვილი შეწყალებაზე
შემდეგი სტატიავერ შევადარებთ იმ ფასს, რომელსაც უკრაინა დღეს იხდის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს სისხლის ფასად დაუჯდა საკუთარი დამოუკიდებლობა – ზურაბიშვილი