როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრიანაში, მიმაჩნია, რომ მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში, ეს მთავარი არგუმენტია, რომ უარი გვეთქვა მისთვის ვიზიტზე – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უცხოეთში ვიზიტების განხორციელებაზე.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავრობას მიაჩნია, რომ რეგიონში მიმდინარე რთული პროცესების დროს პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში უნდა იყოს. მისივე თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია, ვიზიტის შესახებ საკითხი მთავრობასთან შეათანხმოს.

„რატომ არ მისცა მთავრობამ თანხმობა სალომე ზურაბიშვილს, ამაზე მარტივი პასუხი არსებობს – საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს, ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს.

როდესაც ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრიანაში, მთავრობის თითოეულ წევრს და მეც მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა იყოს და ყოფილიყო ქვეყანაში, ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებ, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქარათველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტის ნებისმიერი ვიზიტი კონსტიტუციის მიხედვით უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთან, აქ ყველაფერი ნათელია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი: „იმედი მაქვს, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის რეზოლუციას, ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს“
შემდეგი სტატიაფრიდონ ინჯია – შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც განიხილავს იმ საკითხებს, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის