“როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა”-რას წერს შალვა ნათელაშვილი

“როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა და სახლში არ დაჯდებოდა.დიდი მადლობა სოლიდარობისათვის. მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან.ასეთია ისტორიული კანონზომიერება”-ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცნობილია,სუსთან აქციაზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთი შალვა ნათელაშვილსი შვილია.

დაკავებულებს შორის არიან „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.

აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ვაჟა – ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მიზნით, რასაც „გაბედეს“ აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.

შსს-ს ინფორმაციით, ყველა პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიშოთა დიღმელაშვილი – სამოქალაქო წინააღმდეგობის შეჩერება შეუძლებელია
შემდეგი სტატიასაკრებულოს სხდომაზე გოკა გაბაშვილმა ტრიბუნას ბოქლომი დაადო, ლევან ხაბეიშვილს კი, სკამზე ცოცხი დაუდეს