რიში – ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდებთ, რომ სწორად მოიქცეთ

ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს.

“როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა რომ ყველაფერი მწყობრში იყოს. მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა. ორივე მხარე საჭიროა.

ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდებთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ქონდა, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას ჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება” – აცხადებს სენატორი რიში.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა
შემდეგი სტატიარუსუდან კერვალიშვილმა ციხე დატოვა