რუსუდან კერვალიშვილმა ციხე დატოვა

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

მას რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედნის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს ეხება. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7-წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშირიში – ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდებთ, რომ სწორად მოიქცეთ
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტო – ლაილაში-ღუს გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობასთან