რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 57 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალში გავიდა.
ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს 8:4 სძლია.
ქართველი მოჭიდავე შეჯიბრში მერვედფინალურ ეტპაზე ჩაერთო, სადაც ყაზახეთის წარმომადგენელი ნურისლამ სანაიევი მძიმე ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილმა აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს 5:3 სძლია.