რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია გრძელდება

რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია გრძელდება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციასთან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზის გახსნაზე მოლაპარაკება გამართეს, რაც უშედეგოდ დასრულდა.

აქციის მონაწილეები სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას გეგმავენ, რათა სამშენებლო ტექნიკამ ვერ შეძლოს რიონის ხეობაში გადაადგილება.

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის რთულია, ამ პირობებში, ერთსა და იმავე ადგილას ვიდგეთ და ვითხოვდეთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას და ასე უსინდისოდ გვაიგნორებდეს ხელისუფლება, ამიტომ გადმოვინაცვლებთ დღეს კომპანიის ოფისთან, ერთ-ერთ ბაზასთან, სადაც გადავკეტავთ გზას, სადაც ჩვენც მოვახდენთ ხეობის სრულ ბლოკირებას, რომ ვერ გადაადგილდეს ვერავინ. თუკი ჩვენ გვეზღუდება ჩვენი კონსტიტუციური უფლებები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, ვერც კომპანიის მანქანებმა უნდა შეძლონ ხეობაში გადაადგილება”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი და ვიზა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად
შემდეგი სტატიარა ხდება უკრაინა-რუსეთის საზღვარზე (ფოტო)