რიმა ბერაძე აუდიტის სამსახურის დასკვნას არ ენდობა

თბილისის საკრებულოს დეპუტატუ რიმა ბერაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას არ ენდობა.

„აუდიტის სამსახურმა მიმართა სასამართლოს ჩემი დაჯარიმების მოთხოვნით. ჩემთან, როგორც პოლიტიკოსთან, სიკეთის კეთების გარდა, აუდიტის სამსახურს მეტი სადაო თუ არ აქვს, ეს ღიმილის მომგვრელია“,-აღნიშნა ბერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, პროექტი, რომლის გამოც აუდიტის სამსახური ედავება, იყო უფასო სამედიცინო გამოკვლევა და არ იყო ერთჯერადი ღონისძიება.

„აუდიტის სამსახური თურმე მოითხოვს, რომ დავჯარიმდე და ამ მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. მე მჯერა სასამართლოსი, დაველოდები სასაამართლოს გადაწყვეტილებას და მეც მივმართავ სასამართლოს“,-აღნიშნა ბერაძემ

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ სამართალდარღვევათა ოქმი გამოიწერა საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძეზე, რომელმაც 40 პედაგოგს 4000 ლარის ღირებულების სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა.

მისივე თქმით, რიმა ბერაძე უნდა დაჯარიმდეს 4 000 ლარით და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი” ასევე 4000 ლარით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში შეიქმნა
შემდეგი სტატიადაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 6 ავტომანქანა და 589 კვ.მ. კომერციული ფართი დაუბრუნდებათ