საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში შეიქმნა

მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41,5%, ანუ პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი სწორედ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში შეიქმნა – განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის შეაჯამებისას.
მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში. ამ მონაცემებში ჩვენ არ შეგვყავს 2012 წელს ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობა. საერთო ჯამში, 3 წელიწადში საქართველოს მასშტაბით 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში, რაც 58%-ით აღემატება 2012 წლის ჩათვლით ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობას. მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41,5%, ანუ პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი შეიქმნა სწორედ ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში და ეს არის სწორედ ის შედეგი, რომელიც მოჰყვა ჩვენს შრომას, რამაც შექმნა განსაკუთრებული საინვესტიციო პირობები და ის შესაძლებლობები, რომ ადამიანებს და კომპანიებს განეხორციელებინა თავისი ინვესტიციები”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: – “გავუსაამებლებ მაგას საქმეს!… არ გამიხადურეს საქმე ამ უნიათოებმა?!… “
შემდეგი სტატიარიმა ბერაძე აუდიტის სამსახურის დასკვნას არ ენდობა