საქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინა ჩამოვიდა

საქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინა ჩამოვიდა. ვაქცინები სპეცრეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოიტანეს. ამ დროისთვის, ვაქცინების დასაწყობება მიმდინარეობს. მისი შენახვის პირობები +2 და + 8 გრადუსია.

„სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭების მოლოდინშია და პროცესი სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანმო-ს ავტორიზაციას მიიღებს. მათივე ინფორმაციით, „სინოფარმით“ აცრის საშუალება ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მყოფ პირებს და სამედიცინო პერსონალს ექნებათ.

„სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული ხერხითაა დამზადებული – ვირუსის დასუსტებული ვერსია ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს. „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ მსგავსად, „სინოფარმის“ შემთხვევაშიც ვაქცინაციისთვის საჭიროა ორი დოზა, 21 დღის ინტერვალით.

 

banner
წინა სტატიაში“რიკო კრედიტის” თანამშრომელი: დატოვეთ ბავშვი გარეთ და მოგემსახურებით” (ვიდეო)
შემდეგი სტატიადავით ფაცაციამ ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა