რეჟიმი მთავრდება, საქართველო თავისუფლდება, გილოცავთ ახალი ეპოქის დაწყებას – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელმა შალვა ნათელაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რეჟიმი მთავრდება და საქართველო თავისუფლდება“.

ნათელაშვილის თქმით, საქართველოს მოკავშირეებმა დღეს ფაქტობრივად საქართველოს თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა და მომავალი გადაარჩინეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ 10 წლიანი ხმალშემართული ბრძოლა ქართველი ხალხის ღირსეული ნაწილის მედგარი წინააღმდეგობა, იმის საფუძველი გახდა, რომ დღეს ევროპის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირებაზე.

ეს ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი მთავრდება, საქართველო თავისუფლდება, გილოცავთ ახალი ეპოქის დაწყებას! უდიდეს მადლობას ვუხდი ევროპის კავშირს, აშშ-ს. ჩვენმა მოკავშირეებმა დღეს ფაქტობრივად გადაარჩინეს საქართველოს თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა და მომავალი. სრულიად ახალი ეპოქა იწყება.

მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბედურების ავტორს და ორგანიზატორს, რაც ჩვენს თავს ტრიალებს. აღიარე საკუთარი გაკოტრება და დაუყოვნებლივ გამოაცხადეთ ახალი არჩევნები. ახალ არჩევნებამდე ქვეყანას სათავეში ჩაუგდეს დროებითი, გარდამავალი, ტექნიკური აპოლიტიკური მთავრობა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი კვანძის გასახსნელად შექმნილი სიტუაციიდან. ივანიშვილის რეჟიმი დამთავრებულია,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვაში პოლიციამ იმ ჟურნალისტის სახლი და ავტომობილი გაჩხრიკა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პროპაგანდას ეწეოდა
შემდეგი სტატიაჩემი საქართველოდან გატაცება და აზერბაიჯანში ექსტრადირება ივანიშვილის დავალებით განხორციელდა – მუხთარლი