რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 16 მოქალაქე შეიყვანეს

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 45 ადამიანი იმყოფება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 45 მოქალაქე იმყოფება. დილას მივიღეთ 16, რომლებიც მე როგორც ვიცი, იტალიიდან ჩამოფრინდნენ. ამ პაციენტებს გამოკვლევა არ ჩატარებიათ, ამიტომაც მოთავსებული არიან იზოლირებულ ზონაში და დღეს, სავარაუდოდ, მათ გადაიყვანენ დაკვირვებისათვის სხვა სივრცეში,” – განაცხადა ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – კონკრეტულმა ადამიანებმა, ვიზეც შეხვედრებზე იყო საუბარი, უახლოეს ერთ თვეში საპატიმრო უნდა დატოვონ
შემდეგი სტატია“მხარს არ ვუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუმცა ადამიანურად მიხარია, რომ შეთანხმება მოხდა”-კახა ოქრიაშვილი