რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 4, 2020 14:35

რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა. ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობას 38 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს.

როგორც საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, კლინიკას დღეს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ჰყავს.

ლევან გოფოძის თქმით, რამდენიმე ინფიცირებულს მწვავე პნევმონია აქვს, თუმცა მართვით სუნთქვაზე ამ ეტაპამდე არც ერთი მათგანი იმყოფება. ასევე, ექიმები ხუთი პაციენტის რეტესტირების პასუხის მოლოდინში არიან.

„ამ დროისთვის 68 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, აქედან 38 პაციენტს დადასტურებული კოვიდინფექცია აქვს. როგორც იცით, ჩვენგან უკვე დაიწყო გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერაც. ამ დილას სამმა დატოვა კლინიკა. რეტესტირების რეჟიმში კიდევ რამდენიმე პაციენტია დღეს და თუ დადასტურდება, ხუთამდე პაციენტს ხვალაც გავუშვებთ, რომლებსაც ზედიზედ ნეგატიური პასუხი ექნებათ. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რამდენიმეს პნევმონია აქვს დადგენილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ საჭიროებენ მართვით სუნთქვას“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს „კოდევ-19“-ზე 15-მდე პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება.

„ისინი ცხელების ცენტრის პაციენტები არიან. გარდა ამისა, დავამთავრებთ თანამშრომლების ტესტირებას“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 4, 2020 14:35

Google სტატისტიკა


3,784
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics