“რესპუბლიკური პარტია მხარს უჭერს როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის წინადადებას,”

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

პარლამენტის დღევანდელს სხდომაზე ცნობილია, რომ უნდა მოხდეს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი წინადადების კენჭისყრა, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის წინადადების განხილვა, რომელიც ეხება იმას, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს არა 2016 წლის, არამედ 2020 წლის არჩევნებზე.

საინიციატივო ჯგუფის წინადადებას, არ ექნება უმრავლესობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა, თუმცა რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ მხარს ორივე ვერსიას დაუჭერენ.

„რესპუბლიკური პარტია მხარს უჭერს როგორც უმცირესობის წინადადებას, ისე უმრავლესობის წინადადებას. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდეს. მე ვწუხვარ, რომ არც ერთს და არც მეორეს რაღაც არ უჩანს მაინცდამაინც მაღალი შანსი, რომ გავიდეს. ასეთ შემთხვევაში, რაღაც მოქმედების გეგმაც შეიძლება იქნას მოფიქრებული, მაგრამ მანამდე იქნება განხილვა უმრავლესობის წინადადების ,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ღირსეული პარტნიორი” – ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად გაიხსნა