რესპუბლიკელები შაბათს თავისუფალი დემოკრატების მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას გეგმავენ

,,რესპუბლიკური” პარტია ,,თავისუფლები დემოკრატების” მიერ დაგეგმილი შაბათის აქციაში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ განცხადება დავით ბერძენიშვილმა გადაცემა ,,არჩევანში” გააკეთა.

ბერძენიშვილმა დღეს არსებული ვითარებაც შეაფასა და ხელისუფლება და სასამართლო სისტემა გააკრიტიკა.

„კოლექტიური მურუსიძეების ხელშია და მედროვეების ხელშია დღეს სასამართლო. რაც შეეხება შაბათის აქციას, თავისუფალი დემოკრატები არიან ინიციატორები, მათ ამაში ვერავინ ჩაეცილება, მაგრამ ვიმედოვნებ, ბევრი ხალხი მივა და მე ვვარაუდობ, რომ მათში რესპუბლიკური პარტიის წევრებიც იქნებიან,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,„კაბელების საქმეზე“ არასოდეს პოზიცია არ გამომიხატავს, რადგან პატივს ვცემ სასამართლოს დამოუკიდებლობას”
შემდეგი სტატია,,დღევანდელი ხელისუფლება აპირებს, ცოცხზე შემოჯდეს “