რეპერმა T. I. “შიშველი მელანიას” მონაწილეობით კლიპი გამოუშვა. ტრამპის ოპონენტებიც კი აღშფოთებული არიან

აშშ-ს პირველი ლედის, მელანია ტრამპის პრეს-მდივანმა სტეფანი გრიშემ მოწოდება გააკეთა დაბლოკონ რეპერ T. I.-ის კლიპი, რომელიც მან “ტვიტერში” გამოაქვეყნა. ვიდეოში მელანია ტრამპის მსგავსი მოდელი შიშვლდება. “მოგწონთ თქვენ თუ არა, ის პირველი ლედია და ეს თეთრი სახლია” – პრეს-მდივანს “სიენენი” ციტირებს. თვითონ რეპერს, რომლის სახელია კლიფორდ ჰარისი, ამდაგვარად სურდა მასა და რეპერ კანიე უესტს შორის განსხვავების ჩვენება, რომელიც თავის ტექსტებში ტრამპს აქებს.
T. I.-ს ალბომის პრომო ვიდეოში მოდელი, რომელიც დონალდ ტრამპის მეუღლეს გავს, რეპერთან შიშველი დგება ოთახში, რომელიც ოვალურ კაბინეტის ფორმისაა. ეს ყველაფერი კი ხდება მაშინ, როცა სცენარის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტი თავის ქალაქგარეთ რეზიდენციაში იმყოფება.

ვიდეომ აშშ-ში სკანდალი გამოიწვია. ისინიც კი, ვინც, როგორც წესი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ, რეპერის ვიდეოზე კრიტიკული აზრი გამოთქვეს, რადგანაც კლიპში პოლიტიკური უთანხმოებიდან პირად ცხოვრებაზე გადასვლა მიუღებელია – ამბობენ ისინი. კლიპში პირველი ლედის პროსტიტუტად გამოყვანა პროტესტის საუკეთესო საშუალება არ არის – ამბობენ ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში„საქართველო გადაიქცა ნოყიერ პლატფორმად რუსეთისთვის, რომ განახორციელოს თავის გეოპოლიტიკური მიზნები კავკასიაში” – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატია“აქ ხდება ძალიან ბევრი ადამიანის “დავერბოვკება” მათი აგენტებად ქცევა ხდება” – გიორგი ვაშაძე ევრაზიული კავშირის ფორუმზე საუბრობს