სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას.
“მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას; კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება “დამანგრეველი” იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და ის შეურაცხმყოფელია მოქალაქეების ღირსებისთვის.
ხელმომწერები:
საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
ქართველ მუსლიმთა კავშირი
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
საქართველოს ევანგელურ – ბაპტისტური ეკლესია
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
ხსნის არმია
საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესია
მეგობართა საზოგადოება – კვაკერები
აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
საქართველოს აჰმადია მუსლიმების გაერთიანება
ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
ბაჰაის საზოგადოება
ასურელთა წმინდა სამოციქულო კათოლიკე აღმოსავლეთის ეკლესია
დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
საქართველოს ევანგელურ – პროტესტანტული ეკლესია