რეისი თბილისი-მოსკოვი – მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს თვითმფრინავის ბილეთი უყიდა

საზოგადოებირივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს თბილისი- მოსკოვის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთი უყიდა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ქვეყნიდან დასაქმების მიზნით ახლაგაზრდები არ უნდა მიდიოდნენ.

“ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი. ეს ბილეთი არის “აეროფლოტის,” გამოწერილია ბიძინა ივანიშვილის სახელზე. ეს არის მოსკოვი-თბილისის მიმართულება. მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ბიზნეს კლასის ბილეთი. იმიტომ რომ შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და ამ ბილეთით შეუძლია დატოვოს ქვეყანა,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე ივანიშვილის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა, მასობრივი პროტესტის ფონზე ვერ გაბედა თავისი დაპირების, ოპოზიციური ლიდერების დაკავების შერულება – დიმიტრი შაშკინი
შემდეგი სტატიაბოკუჩავა მელიას საქმეზე: პარლამენტმა უნდა გაიაროს ის ჯოჯოხეთი, რაც ერთხელ უკვე გაიარა