ბოკუჩავა მელიას საქმეზე: პარლამენტმა უნდა გაიაროს ის ჯოჯოხეთი, რაც ერთხელ უკვე გაიარა

დეპუტატი თინა ბოკუჩავას თქმით, პარლამენტს “ჯოჯოხეთის” გავლა მოუწევს მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შესაჩერებლად.

“კანონი არ ითვალისწინებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ადამიანს ავტომატურად ეხსნება იმუნიტეტი და კარგავს პარლამენტარის უფლებამოსილებას, ეს არ არის ავტომატური პროცესი. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაეგზავნება მიემართება პარლამენტს და პარლამენტმა უნდა გაიაროს ის ჯოჯოხეთი, რაც ერთხელ უკვე გაიარა, როდესაც (მელიას) ციხეში ამწესებდნენ საკუთარი კოლეგები, მათ შორის როგორც ჩანს ბავშვობის მეგობრები, როგორიც მაგალითად ბექა ოდიშარიაა”, – თქვა ბოკუჩავამ.

მისივე განცხადებით, მას სჯერა, რომ პარლამენტში არ აღმოჩნდება 76 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას:

“დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის რეჟიმი უახლოვდება დასასრულს და ამდენი ადამიანი, ჩემი აზრით, არ მოინდომებს, რომ პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეს ადამიანს, რომლის რეჟიმიც დასრულებულია,” – განაცხადა ბოკუჩავამ

ნიკა მელიას “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 2 წლის და სამი თვით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. მელია მისთვის წარდგენილ ერთ მუხლში გამართლდა, მეორეში (332 მუხლში) გამტყუნდა.

banner
წინა სტატიაშირეისი თბილისი-მოსკოვი – მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს თვითმფრინავის ბილეთი უყიდა
შემდეგი სტატიაბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმე – მელიასა და ადეიშვილის სასამართლო გადაწყვეტილებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს