ბიძინა ივანიშვილმა, მასობრივი პროტესტის ფონზე ვერ გაბედა თავისი დაპირების, ოპოზიციური ლიდერების დაკავების შერულება – დიმიტრი შაშკინი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, საქალაქო სასამართლოს მიერ “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას მიმართ დამდგარ განაჩენს ეხმაურება.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა, მასობრივი პროტესტის ფონზე ვერ გაბედა თავისი დაპირების, – ოპოზიციური ლიდერების დაკავების შერულება.

“დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის გამარჯვება, გამარჯვება სიკეთის ბოროტებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთი კვირის წინ დააანონსა ნიკა მელიას დაკავება, როდესაც თავის ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას აპირებდა, ბოლო მომეტში ვერ გაბედა მასობრივი პროტესტის ფონზე ამ თავისი დაპირების შესრულება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, გამარჯვება სიკეთის ბოროტებაზე და ეს პროცესი არ შეჩერდება და ქართველი ხალხი იტყვის თავის საბოლოო სიტყვას და ფაქტი არის ის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენმა ახალგაზზრდობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესებში და ეთქვა თავისი სიტყვა, რომ აქვთ სურვილი იცხოვრონ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში და არა ოლიგარქის სამეფოში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ხვალვე ექნება უფლება, როგორც კანდიდატმა, კვლავ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და კვლავ იქნას დეპუტატად არჩეული-მშვენიერაძე
შემდეგი სტატიარეისი თბილისი-მოსკოვი – მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს თვითმფრინავის ბილეთი უყიდა