რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.

როგორც შერგელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დროთა განმავლობაში გაიზარდა წინააღმდეგობები მის ხედვებს, პრიორიტეტებსა და პარტიის საქმიანობის სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ორგანიზაციულ მიდგომებს შორის.

მისივე თქმით, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის პათოსი და პოსტსაარჩევნო განცხადებები, შეფასებები და სამომავლო ხედვები ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

„საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ განვითარების პროცესში სხვადასხვა ფორმით შესაბამისი წვლილი მეც მაქვს შეტანილი. ამასთან, დროთა განმვალობაში გაიზარდა შინაგანი წინააღმდეგობები ჩემს ხედვებს, პრიორიტეტებსა და პარტიის საქმიანობის სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ორგანიზაციულ მიდგომებს შორის. მრავალ შიდა დისკუსიაში გამოვხატე ჩემი აზრი, თუმცა ამან არსებითი შედეგები ვერ გამოიღო და გამოცდილებიდან გამომდინარე არსებითი კორექტირების რესურსს ვეღარ ვხედავ. ვფიქრობ, ჩემი ხედვები სულ უფრო და უფრო აცდენილია პარტიის შიგნით ჩამოყალიბებულ ძირითად მეინსტრიმს. პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის პათოსი და პოსტსაარჩევნო განცხადებები, შეფასებები და სამომავლო ხედვები აღმოჩნდა ბოლო წვეთი. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს „რესპუბლიკური პარტია“, – წერს თენგიზ შერგელაშვილი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში10.00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 4.65%-ს შეადგენს
შემდეგი სტატია3 საათი ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან – დაფიქსირებულია 18 დარღვევა