რეალობას ჩვენი შიდა კვლევები ასახავს – სუბარი IRI-ს არ ენდობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის ნაწილიც გუშინ გახდა ცნობილი, სოზარ სუბარი გამოეხმაურა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კვლევას არ ენდობა და IRI-ის წინა კვლევის მონაცემებზე საუბრობს:

“მე ხშირად ვამბობ ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სიმართლით და ახლაც იმავეს გავიმეორებ – მზად ვარ, რომ სერიოზული კომენტარები გავაკეთო ნებისმიერ კვლევაზე, რომლის შედეგებიც რეალურ შედეგს 20%-ზე მეტად არ ასცდება ერთხელ მაინც, მაგრამ როდესაც ყოველ ჯერზე გვაქვს 20%-იანი ცდომილება ორი კვირის წინ ჩატარებულ კვლევასა და ორი კვირის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს შორის, მართლა ძალიან მიჭირს ამაზე სერიოზული კომენტარები გავაკეთო. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთივე მხარდაჭერა გვექნება ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებზე მიმდინარე წელს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და მან დაადასტურა თავისი არჩევანი, რომელიც 2012 წელს გააკეთა, საპრეზიდენტო არჩევნებზეც, როცა ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვა, თვითმმართველობის არჩევნებზე, შარშან საპარლამენტო არჩევნებზე და დაადასტურებს წელსაც. ჯერ არ მახსოვს, რამე კვლევის შედეგები, ჩვენი შიდა კვლევების გარდა, რომელიც მეტ-ნაკლებად ასახავდეს რეალობას“, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაში„პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკი ზედმეტია“ – სოზარ სუბარი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე
შემდეგი სტატია„IRI-ს ციფრები ჩემში დიდ ნდობას არ იწვევს“ – ალექსანდრე ჯეჯელავა