„IRI-ს ციფრები ჩემში დიდ ნდობას არ იწვევს“ – ალექსანდრე ჯეჯელავა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ს კვლევებზე შეფასებებს აკეთებენ მინისტრთა კაბინეტში. ისინი უნდობლობას უცხადებენ კვლევის შედეგებს და ამის დასტურად წინა კვლევის მაგალითები მოჰყავთ:

„ორჯერ ნაკლები იყო IRI-ს წინა კვლევაში „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ვიდრე რეალურად აღმოჩნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ IRI ძალიან შორის არის რეალობისგან, საარჩევნო გამოცდილებით მათი ციფრებით. ამხელა შეცდომის შემდეგ, დიდი ნდობას ჩემში არ იწვევს მისი ციფრები. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ის ხალხი რომლებმაც ორჯერ ნაკლები ციფრები მოიკვილიეს წინასაარჩევნოდ, იმათ ციფრებს რომ დავეყრდნოთ, ალბათ არასერიოზული იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშირეალობას ჩვენი შიდა კვლევები ასახავს – სუბარი IRI-ს არ ენდობა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი პარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის მომხრეა