რატომ უწოდებს კახა მიქაია გია ვოლსკს გია ” ბოლსკს”

“ბირჟა მაფიას” წევრების დაკავების საქმეში პოლიციის თანამშრომლების გადაცდომა რომც დამტკიცდეს, არ შეიძლება ცალკეული შემთხვევის და კონკრეტული ფაქტის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ მინისტრის კომპეტენცია დადგეს.
გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, პოლიციელების მხრიდან ხდება გადაცდომა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით სახელოვანი და გმირი პოლიციელების სახელი იჩრდილება, მით უფრო მინისტრის.
გია ვოლსკის ამ განცხადების შემდეგ, საზოგადოებას, ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლება გააჩნია, გია ვოლსკის გვარი შეუცვალოს და გია ბ ო ლ ს კ ი უწოდოს!
თუ ახალგაზრდები მარიხუანით საკუთარ თავს იბოლებენ, გია ბოლსკიმ ,,ინტერპრესნიუსში” გამოქვეყნებული ამ განცხადებით მთელი საზოგადოების დაბოლება განიზრახა. ჩვენი გია ხელისუფლების მარიხუანა გახდა, რომლის მოხმარებასაც გვთავაზობს მავანი.
ისმის რიტორიკული შეკითხვა, ახალგაზრდებმა მოიხმარონ მარიხუანა და დაბოლილებს პოლიციელები ცივილურად მოექცნენ, არ დააპატიმრონ და უფრო მეტიც, ნარკოტიკები არ ჩაუდონ, თუ გია ბოლსკის მოხმარების შედეგად მთელი საზოგადოება დავბოლდეთ და პოლიციელებს და მათ მინისტრს გამოუცხადოთ სოლიდარობა დაბოლილი ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართულ ,,გადაცდომებში?!”

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშირუსთაველზე აქციის დროს უშუქობამ ამ აქციას კიდევ უფრო შესძინა შთამბეჭდაობა-ვიზუალური
შემდეგი სტატიაევროკავშირი: ერდოღანს არ დავუჩოქებთ