რატომ ხდება შერჩევითი სამართალი და რატომ არ ისჯებიან ერთიდაიგივე ქმედებისთვის ადამიანები თანბრად – გიგი უგულავას შეკითხვა შს მინიტრს

ევროპული საქართველოს ლიდერმა დღეს წარმოადგინა ვიდეო-მასალა თუ როგორ ცდილობს დღემდე არაიდენტიფიცირებული პირი 2 დეკმებრის აქციაზე პროვოკაციის მოწყობას და იგივე პირი როგორ აზიანებს თელავში ინაუგურაციის დღეს დეპუტატ ხულორდვას ავტომობილს.
გიგი უგულავას განცხადებით :- ‘’როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ ოპოზიიციის ლიდერებზე ანალოგიურ შემთხვევაში პატიმრობაა გამოყენებული როგორც აღკვეთი ღონისძიება, გამართლებად არ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი,რომ ეს ადამიანი შეიძლება ექსცენტრიულია . მაღალი ალბათობით ამ პირს ადგილობრივი სუსი იყენებს როგორც პროვოკატორს. ამ ფაქტის დადგენა არის მნიშვნელოვანი ბევრი რამისთვის.
პირველ რიგში იმისთვის რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს ის ორმაგი სტანდარტი და ის ორმაგი სახე მართმსაჯულების სადაც ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენთვის არაფერი არ არის და შესაძლებელია თქვენ პრაქტიკუალდ ხართ მეორეხარისოსოვანი მოქალაქეები და კანონი თქვენზე მთელი სიმკაცრით გვჭირდება. და ის ადამიანები, რომლებიც პროვოკატორები, მოგზავნილნი არიან ხელისუფლების მხრიდან და მათზე არაფერი არ ვრცელდება , არ მიიღება არგუმენტად რომ იმ ადამიანს რაღაც ტიპის პრობლემები აქვს .
‘’ქართული ოცნება ‘’ თელავის ინციდენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყენებს ოპოზიციის დისკრეტიზაციისთვის . ჩვენ ვნახეთ ძარღვებდაბერილი ბევრი ოცნების დეპუტატი მამაკაცი რომელიც გულზე მჯიღს ირტყავდა და ქალბატონების დაცვის ეგიდით ათას ტირადას საუბრობდა.
დღეს მოდის შს მინისტრი ბატონი გახარია პარლამენტში და კეთილი უნდა ინებოს და განმარტოს რატომ ხდება შერჩევითი სამართალი და რატომ ისჯებიან ადამიანები ერეთიდაიგივე ქმედებისთვის. ერთი ადამიანი ისჯება და მეორე არ ისჯება , ეს არის მნიშვნელოვანი.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება – დანიის მხარე პოზიტიურად აფასებს საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი : მგონია, რომ არავინ მერჩის