რატომ გაქრა სალომე ზურაბიშვილი – პრემიერ-მინისტრის პასუხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საჯარო სივრციდან გაქრობას ეხმაურება.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ გამქრალა და ის წინასაარჩევნოდ შეხვედრებს მართავს.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის გაშუქება მოხდება, ყველა დაინახავს, რომ ის არ გამქრალა.

„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი გრაფიკი წინასაარჩევნო შეხვედრების. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიური და თუ ბუნებრივია, მისი კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანიები,“ – განაცხადა პრემიერმა.

გასული კვირის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი საჯარო სივრციდან გაქრა. მმართველი გუნდი საარჩევნო კამპანიას სალომე ზურაბიშვილის გარეშე აგრძელებს.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნის მოლოდინშია.

banner
წინა სტატიაშიკომიტეტის სხდომაზე თბილისისა და რეგიონებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილებები
შემდეგი სტატია“საარჩევნო პროცესში ჩართული ვარ მეც”- იუსტიციის მინისტრი