რატომ არ მუშაობს სალომე ზურაბიშვილის პარტიის საიტი?

სალომე ზურაბიშვილი საიტი

გავრცელებული ინფორმაცია: „სალომე ზურაბიშვილმა 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული “ქართუ” ბანკისგან კრედიტის სახით 1000000 ლარი მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებლმა გაავრცელა, თუმცა არ მიუთითებია, რომ „ქართუ” ბანკზე იყო საუბარი. აუდიტის სამსახურის ანგარიში ამ ინფორმაციას ადასტურებს. საარჩევნო კოდექის 56-ე მუხლის მიხედვით ზურაბიშვილი თუ ხმათა 10%-ს დააგროვებს, მილიონ ლარს მიიღებს საარჩევნო კამპანიაში გაწეული ხარჯის დასაფარად“.

სად მიდის სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კომპანიის თანხები?
სალომე ზურაბიშვილმა 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული “ქართუ” ბანკისგან კრედიტის სახით 1 000 000 ლარი მიიღო, რასაც ემატება სხვა ე.წ შემოწირვები.
იბადება კითხვა, რისთვის ჭირდება სალომე ზურაბისვილის საპრეზიდენტო კომპანიისათვის ამ რაოდენობის თანხა, მაშინ როცა, მის გვერდით სახელისუფლებო სპექტრის გარდა (რომელთაგან უმეტესობა მილიონერია), მედია-გამოცემების ხელმძღვანელებიც დგანან. მაგალითად, „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი რუხაძე, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდა, ეს კი იმას ნიშნავს რომ “იმედი” ზურაბიშვილის მხარდამჭერია. ზურაბიშვილის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელიც. ალბათ ბეჭდურ თუ ინტერნეტ-მედიაშიც მოეპოვება მხარდამჭერები, ამდენად, პიარში ზურაბიშვილი წესით ბევრს არ უნდა ხარჯავდეს, თუ ხარჯავს საერთოდ.
ამ ფონზე, “თაიმერმა” ვიკიპედიაში მოცემული ინფორმაციიდან გაარკვია, რომ სალომე ზურაბიშვილის პარტიის საიტი, “რესურსები ინტერნეტში, ოფიციალური საიტი” და ოფიციალური საიტი http://www.twg.ge/ არ არსებობს და დომაინიც კი თავისუფალია.
როგოც წესი, საპრეზიდენტო კანდიდატი თანხებს ხარჯავს ინტერნეტ რესურსებში, რეკლამაში, ამომრჩეველთან შხვედრებისას, აქტივისტებისათვის გადახდილ ხელფასში, თუმცა თანხის დიდი ნაწილი მაინც მიდის Online და სატელევიზიო რეკლამაში.
და რა რეკლამაზეა საუბარი როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატის პარტიის საიტიც კი უმოქმედოა და ფაქტობრივად არ არსებობს?!
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის რეკლამაზე ზრუნავსს სახელმწიფო რესურსი, სადაც მმართველი პარტიის ყველა პოლიტიკოსი, განურჩევლივ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისა, რეკლამას უკეთებს სალომე ზურაბიშვილს, ფაქტობრივად ძალზე იაფი საპრეზიდენტო კომპანია უდა გამოვიდეს.
მაშინ სად მიდის ეს თანხები?

მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თანხის დიდი ნაწილი არა თვით საპრეზიდენტო კომპანიის, ონლინ რეკლამაში და საერთოდ, რეკლაამში, არამედ სხვა რამეზე იხარჯება, რაც არ გამორიცხავს ამომრჩეველთა მოსყიდვას.
სხვა რა უნდა ვიფიქროთ, როცა საპრეზიდენტო კანდიდატს არც პარტიული და არც პირადი ვებ-გვერდი არ აქვს და არც Online რეკლამაში იხდის ფულს?!

გიორგი ალანია
ჩეხეთი

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი: ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა აკაკი დოკიაშვილი ქართულ მხარეს გადმოსცა