რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, როდესაც პატიმარი სააკაშვილი №18 დაწესებულებაში შესახლდა, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, სამწუხაროდ, მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. აქვე გეტყვით, რომ ეს არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე და ჩვენ ვერავის მივცემთ მათი შეურაცხყოფის უფლებას“, – განაცხადა რატი ბეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს და მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერც მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც თვეების განმავლობაში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ, ასე მოექცეს. საზოგადოებისთვის ყველაფერი მალე გახდება ცნობილი. გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას და ეცნობება საზოგადოებას და ადვოკატებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

https://youtu.be/kzOxCm45J88

banner
წინა სტატიაშირატი ბრეგაძე – ჩვენი ამოცანაა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მის უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: მესამე პრეზიდენტის ასეთი სახით გადაყვანა/გატაცებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის პროვოკაცია