წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება-რას წერს აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავარიის შესახებ ექიმი მარიამ ლაგვილავა

სასწრაფო დახმარების ექიმი მარიამ ლაგვილავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავარიის შესახებ:

წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება….
-დედა,რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ეხლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის…
-რამოდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ…
-დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს…
-პატარა გოგონას უმანკო,უნაზესი,უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით…
-ჩვენ,სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი,ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა…
-ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე,ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი,ცოცხალ-მკვდარნი,უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულნან რა მოხდა…
– ცრემლი პატრულის თვალზე…
ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა,მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა…
414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება..

 

შეგახსენებთ, რო  აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ”ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა.
შემთხვევის გამო აღმაშენებლის ხეივანზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია.

banner
წინა სტატიაშიმეიმ და ტრამპმა ლონდონის ტერაქტზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაიერუსალიმში, რესტავრაციის შემდეგ, ქრისტეს საფლავი გახსნეს (ფოტო)