რას ფიქრობს პუტინი – აშშ-ზე, ევროპაზე, საბჭოეთის აღდგენაზე და ბირთვულ ომზე…?

პუტინმა ლენინი საბჭოთა კავშირის დაშლაში დაადანაშაულა

რუსულ ტელეარხ ,,როსია-1,, -ზე, ახალი დოკუმეტური ფილმი ,,მსოფლიო წესრიგი,, გამოვიდა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, არსებულ გეოპოლიტიკაზე საკუთარი ხედვის რამდენიმე განმარტება გააკეთა…

პუტინის განცხადებით, რუსეთს არ ეშინია ჩაერიოს საერთაშორისო საკითხებში, თუმცა იქცევა თავშეკავებულად და ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას თავი ნეგატიური შედეგებისაგან… ,,აშშ კი არ ფიქრობს ამაზე… ისინი უდიდესები არიან… ზიან ოკეანის გაღმა… დოლარი აქვთ -მსოფლიო ვალუტა… ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკაა. ოპერაციებს აკეთებენ, აკეთებენ, ოჰ… თუ არ გამოვიდა, მომდევნო,, აცხადებს პუტინი, რომელსაც ძალიან არ მოსწონს, რომ ევროპა აშშ-საგან დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ვერ ატარებს…
,,ევროპის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ვერ ატარებს… და საერთოდ, მან ამ პოლიტიკაზე ფაქტიურად უარი თქვა… და საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესი ნაწილი თავისი სუვერენიტეტისა, ბლოკს (იგულისხმება ნატო რედ.) გადასცა. სუვერენიტეტის ეს ნაწილი ფაქტიურად არა თავად ნატო-ს, არამედ ნატო-ს ლიდერს, აშშ-ს გადასცა,, თვლის რუსეთის პრეზიდენტი.

პუტინის განცხადებით, მან არაერთხელ მოუწოდა დასავლელ ლიდერებს, რომ არ გაავრცელონ საკუთარი წარმოდგენები დემოკრატიაზე, სხვა ქვეყნებზე და ხალხებზე, რომელთაც სხვა კულტურა და რელიგია აქვთ და არ დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი ამ ქვეყნებში ოპოზიციების მხარდაჭერით და უხეში, ზალისმიერი ჩარევით.

რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთს საყვედურობს იმის გამოც, რომ მათ არ უნდა დაიჯერონ საბჭოთა კავშირის აღდგენას რომ რუსეთი არ ცდილობს… ,,რაც შეეხება უკრაინას და საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს, აქ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების პოზიცია დაკავშირებულია არა უკრაინისა და რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესების დაცვასთან, არამედ საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის ხელის შეშლასთან… და არავის  უნდა დაიჯეროს, რომ ჩვენ არ გვინდა საბჭოთა კავშირის აღდგენა,,

ბირთვულ საფრხეებზე საუბრისას პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ს ტაქტიკური ბირთვული იარაღი ევროპაში, რუსეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთის სტრატეგიული ბირთვული იარაღი აშშ-სთვის, რადგან ევროპაში განთავსებულ ამერიკულ იარაღს, შეუძლია უფრო მალე დაფაროს რუსეთის ტერიტორია… ამასთანავე რუსეთი აპირებს განავითაროს თავისი ბირთვული პოტენციალი, მაგრამ ,,ბირთვული კომბლის,, მოქნევას არავის უპირებს, აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი…

,,გვინდა იმედი გვქონდეს, რომ ამ პლანეტაზე ვინმე გიჟი არ მოიძებნება, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, რამეთუ გლობალური ომი პლანეტარული კატასტროფა იქნება,, აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

www.timer.ge

 

 

 

banner
წინა სტატიაშიაეროპორტში ლევან ბეჟაშვილს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაშსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა