შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

ლევან ბეჟაშვილს თავს დაესხნენშინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახური, თბილისის აეროპორტში, საქართველოს პარლამენტის წევრის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ბეჟაშვილზე ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტს ადასტურებს. როგორც პრესამსხურში “თაიმერს” განუმარტეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. დეტალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო დილის საათებში გაავცელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ თბილისის აეროპორტში, საქართველოს პარლამენტის წევრს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ბეჟაშვილს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით ის კიევიდან ჩამოფრინდა და როდესაც აეროპორტის ესკალატორით პირველ სართულზე ჩამოდიოდა, მას უკან ამოუდგა ოთხი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთ-ერთმა, მოულოდნელად ლევან ბეჟაშვილს ზურგში ხელი ჩაარტყა. თავდამსხმელი თან იგინებოდა და გაჰყვიროდა “ მერაბ კვირიკაშვილი ვარ”
თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშირას ფიქრობს პუტინი – აშშ-ზე, ევროპაზე, საბჭოეთის აღდგენაზე და ბირთვულ ომზე…?
შემდეგი სტატიასლოვენიამ ერთსქესიანთა ქორწინების უფლება გააუქმა…