რაქვიაშვილი – სავარაუდოა, რომ ეკატერინე ტიკარაძე უფრო მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობის გამო წავიდა, ვიდრე ეს „მწვანე პასპორტის“ საკითხია

„ზოგადად, მინისტრები რომ მიდიან და მოდიან, ეს ნორმალური პროცესია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე მთავრობა შეიცვალა და ჯანდაცვის მინისტრი არ იცვლებოდა, მიუთითებს, რომ ეს უბრალოდ „მწვანე პასპორტის“ გამო არ მოხდა. ვვარაუდობ, რომ უფრო მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა იყო გუნდში. ასე მარტივად ჩვენს მთავრობაში არ ხდება ხოლმე, რომ ერთი, პრინციპში ტექნიკური საკითხის გამო, მინისტრი წავიდეს. რა იყო ნამდვილი მიზეზი, გავიგებთ, როდესაც ახალი მინისტრის ვინაობა გვეცოდინება და ზოგადად, დრო გავა და ჭორების ნაცვლად უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვეცოდინება”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჰერმან საბო – მგონია, რომ ტიკარაძის გადადგომის მიზეზი უფრო სიღრმისეული იყო, ვიდრე მწვანე პასპორტზე უთანხმოება
შემდეგი სტატიალომჯარიას შეფასებით, შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა