რაქვიაშვილი – განცხადება, რომელიც გუშინ ოპოზიციამ გაავრცელა, ცოტა უცნაურად გამოიყურება

რთულია იმაზე მსჯელობა რა განსხვავებები იქნება წინა ვიზიტთან შედარებით, მაგრამ თუ განსხვავებები არ იქნება, მაშინ არ მგონია, წარმატებით დასრულდეს ეს რაუნდიც. თუ დანიელსონი ბოლომდე მედიატორის ფუნქციას შეასრულებს და იმ დოკუმენტს შეიმუშავებს, რომელიც ფინალური იქნება, რომელზეც მხარეები ან დათანხმდებიან ან არა, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკება შედეგით რომც არ დასრულდეს, გაირკვევა, რომელმა მხარემ არ დაუჭირა მხარი დოკუმენტს.

„განცხადება, რომელიც გუშინ ოპოზიციამ გაავრცელა და ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი, ცოტა უცნაურად გამოიყურება მოლაპარაკების წინ. ყველაფერი, რაც იქ წერია შეიძლება იყოს მოლაპარაკების საკითხი, მაგრამ ვერ იქნება წინაპირობად დაყენებული, რადგან მედიაციის ფორმატი სხვა რაღაცას გულისხმობს. ეს შეიძლება იყოს პარტიების ნაწილის პოზიცია და მერე მედიატორმა ეს პოზიცია უნდა შეათანხმოს სხვა პარტიებთან. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ამ განცხადებას ხელი მოაწერეს, თუ მართლა აპირებენ მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღებას, უნდა იყვნენ მზად, რომ ეს წინადადებები უნდა დათმონ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო – საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენელთა ჯანმრთელობა ორ კვირაში ერთხელ კონტროლდება
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ შევძელით და კვლავ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას